იტალიის ქალაქი ტეორა მოსახლეობისგან დაცლისა და გაქრობის შესაჩერებლად ახალმოსახლეებს 2 წლის განმავლობაში ბინის ქირასა და გადასახადებს სრულიად დაუფარავს.
2 წლის გასვლის შემდეგ კი, წყვილს უფლება ექნება მათი საცხოვრებელი სახლი 5 000 ევროდ შეიძინოს.
აღნიშნული იდეა ქალაქის მერს სტეფანო ფარინას ეკუთვნის. მისი თქმით, 1980 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქალაქის ძირითადი ნაწილი გაანადგურდა. ქალაქის აღდგენის შემდეგ კი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დარჩენა აღარ ისურვა. ამჟამად ტეორას მოსახლეობა 1 500 ადამიანს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ტეორას მერის ინიციატივა პირველი არ არის. ცოტა ხნის წინ სიცილიის ქალაქ სამბუკაში მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრად შემცირების გამო, ქალაქის საბჭომ მიტოვებული სახლები აუქციონზე გაიტანა, რომელთა საწყისი ფასიც ერთი ევროა.