იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით,ლომბარდიის რეგიონში და 14 პროვინციაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში აპრილამდე დარჩება.
ლომბარდიის რეგიონში შესვლა და რეგიონიდან გასვლა გადაუდებელი საჭიროების გარდა შეუძლებელი იქნება.
შეზღუდვები ასევე შეეხება ვენეციას, პარმას და მოდენას.
საკარანტინო პირობების თანახმად, შეჩერდა საქორწილო, რელიგიური და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, კინოთეატრები, ღამის კლუბები, საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები, მუზეუმები და სამთო კურორტები კი დაიკეტა.
იტალიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სახლიდან გასვლისგან შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ.
რესტორნები და კაფეები დილის ექვსი საათიდან, საღამოს ექვს საათამდე იმუშავებენ, თუმცა სტუმრები ერთმანეთისგან სულ მცირე ერთ მეტრში უნდა დასხდნენ.