2020 წლის მეორე კვარტალში, კორონავირუსის პანდემიის გამო აქტივობების მკვეთრად შემცირების მიზეზით, იტალიის ეკონომიკა წინა სამ თვესთან შედარებით 12.4%-ით შემცირდა, თუმცა ეს ვარდნის იმაზე ნაკლები მაჩვენებელია, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ.
როგორც "როიტერსი" სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, ევროზონის მესამე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის კვარტალური კლება უპრეცედენტო იყო. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ-მ 17.3%-იანი ვარდნა განიცადა. ანალიტიკოსები 15.0%-იან კვარტალურ ვარდნას ვარაუდობდნენ, წინა წელთან შედარებით კი, მათი პროგნოზით, ეკონომიკა 18.7%-ით შემცირდებოდა.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, იტალიის ეკონომიკის ყველა სექტორი დაზარალდა. იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც COVID-19-ით ყველაზე მეტად დაზარალდა, მათ შორის, ინფექციით 35 000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. 9
მარტიდან მთავრობამ ვაჭრობასა და მოგზაურობაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა. კარანტინის ეტაპობრივი მოხსნა ქვეყანაში 4 მაისს დაიწყო.