იცით, რატომ არ უნდათ პატარებს დაძინება? იმიტომ, რომ ისინი ძილს აღიქვამენ, როგორც საყვარელ ადამიანებთან, ნაცნობ სიტუაციასთან განშორებას, ამიტომაც ცდილობენ, როგორმე გაახანგრძლივონ ჩაძინების პერიოდი, ითხოვენ კიდევ ერთ ზღაპარს ან კიდევ ერთ კოცნას.ძილის მოახლოებისას უპირატესობა რელაქსაციური ტიპის თამაშებს მიანიჭეთ. აქტიური თამაში ბავშვს აფხიზლებს დააგზნებს. არ დააძინოთ ბავშვი მშიერი, მაგრამ ნურც ახლად ნაჭამს დააწვენთ - სავსე კუჭი დიაფრაგმას მიაწვება და ძილს დაარღვევს. მოარიდეთ კოფეინის შემცველ პროდუქტებს- ყავას, მაგარ ჩაის, შავ შოკოლადს, მატონიზირებელ სასმელებს.ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ძილის რუტინის ჩამოყალიბება. ეს არის ერთიდაიგივე ქმედებების ერთობლიობა, რასაც საბოლოოდ ძილი უნდა მოჰყვეს. ეს მოქმედებები დაძინებამდე 20-30 წთ-ით ადრე ერთიდაიგივე თანამიმდევრობით უნდა განახორციელოთ. მაგალითად, თბილი შხაპი ან აბაზანა, საღამურის ჩაცმა, ზღაპრის მოყოლა. გახსოვდეთ, რომ რუტინა არ უნდა დაარღვიოთ. ძილის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდება. საწოლში ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როცა ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში საძინებელში არ უნდა იყოს მაღალი ტემპერატურა. ძილის წინ გაანიავეთ ოთახი. გახსოვდეთ, რომ საძინებელში არ უნდა იყოს ტელევიზორი ან კომპიუტერი.