ექსპერტების აზრით, ქალაქის მცხოვრებლებს, ფსიქიკური დაავადებების, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და შიზოფრენია, რისკი უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სოფლის მცხოვრებლებს. საქმე ქალაქის ხმაურში, დაბინძურებასა და ქრონიკულ სტრესშია.
ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მომატებული ჰქონდათ ნუშურების აქტივობა. ტყესთან ახლოს მცხოვრებ მოხალისეებში ნუშურები ნორმაში იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ჯგუფის ადამიანები უფრო ადვილად უმკლავდებიან სტრესს, მათთან შედარებით, ვინც ქალაქში ცხოვრობს.მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებში, რომლებიც მწვანე გარემოში ცხოვრობენ, ნაკლებად ვითარდება დეპრესია, შფოთვა და სტრესი.