ერთკუზიანი აქლემი, იგივე დრომედარი (დრომადერი) ან არაბიანი - წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების გვარის და აქლემისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სახელი ცხოველმა ერთის მხრივ, ბერძნული სიტყვისგან "დრომაიროს" მიიღო, რაც "სწრაფად მავალს" ნიშნავს, "არაბიანი" კი, რა თქმა უნდა, არაბეთს უკავშირდება, სადაც აქლემი პირველად მოაშინაურეს. მართალია, ოდესღაც ველური დრომედარების ჯოგები საკუთარ ნებაზე მომთაბარეობდნენ უდაბნოებში, მაგრამ დღეს, მხოლოდ მოშინაურებული ცხოველის ნახვა თუ შეიძლება, რომელიც ადამიანის სამსახურში ჩამდგარი, მეტწილად ტრანსპორტად ან ტვირთის გადამზიდად მსახურობს.