ნორა დიღმელაშვილის ყოველი დილა ბოსტანში ფუსფუსით იწყება,სხლავს, თოხნის და მცირე, მაგრამ დიდი შრომით გაწეულ მოსავალს,შვილიშვილთან ერთად მოუთმენლად ელის,ელენე სახაფხულო არდადაგების დაწყებისთანაცე ბებოსთან ჩამოვიდა და ისიც აქტიურად ჩაერთო სასოფლო საქმიანობაში.
ოჯახი რომ შექმნა 17 წლის იყო,სწავლის გაგრძელება სკოლის დამთავრების შემდეგ ვერ მოახერხა,თუმცა მრავალი წლის თავდაუზოგავი შრომისა და რწმენის შემდეგ,სურვილი მაინც აისრულა და მისი ცხოვრების ინტერესი პროფესიულ საქმედ აქცია,ბოსტანში ფუსფუსის შემდეგ სწორედ ცხოვრების გატაცებას უბრუნდება.
ამ მედიცინის თანახმად ყველა ვინც შეისწავლის მტევნისა და ტერფის შესიტყვაობათა სისტემას,შეუძლია თავი დაიზღვიოს და განიკურნოს ავადმყოფობისაგან “სუ“ ხელის მტევანია, "ჯოკ" ტერფი. მტევანი და ტერფი ზუსტად იმეორებენ ჩვენი სხეულის აგებულებას და საშუალებას გვაძლევენ სწორად განვსაზღვროთ ზონები,რომელთა სტიმულირება საჭიროა ავადმყოფობის დროს. სუ ჯოკ თერაპია კორეელმა ექიმმა ოაკ ჩჟე ვუმ ჩამოაყალიბა, ის ამტკიცებს,რომ ამ მეთოდის შესაძლებელია ვუმკურნალოთ ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილსა თუ ორგანოს, სწორედ ამაშია მისი უნივერსალურობა. ამასვე ადასტურებს საგარეჯოში მცხოვრები 68 წლის ნორა ბებო.