პარლამენტoს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც "პალიტრანიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმეზე დამატებით ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
ცნობისთვის, პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.