04:45
27 იანვარი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა
12-12-2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კომიტეტზე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, სიტყვით გამოვიდა და კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ კენჭისყრა, რომელიც საზოგადოებისთვის ზიანის მომტანია არ ჩაეტარებინათ, ბესელიამ ოხანაშვილს მიუთითა, რომ იურიდიული კომიტეტი რეგლამენტის დარღვევით ჩაინიშნა სასესიო კვირაში.

კომიტეტის სხდომაზე ხმაური კი მას შემდეგ დაიწყო, რაც თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნების" წევრებს მონები უწოდა და მათი მისამართით ბრალდებები გააჟღერა. დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი კომიტეტის თავმჯდომარის მაგიდასთან მივიდა და ანრი ოხანაშვილს გვერდით მიუჯდა, რადგან ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო. მცირე ინციდენტის შემდეგ, სხდომაზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები