პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. კანონმდებლების შეკითხვებს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ზაზა თავაძე პასუხობს.
როგორც დეპუტატები აცხადებენ, მთავარი კითხვა მათი მხრიდან კვლავ კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საკითხი იქნება. დეპუტატების თქმით ზაზა თავაძეს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც დაუსვამენ კითხვებს.
ზაზა თავაძე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.