დღეიდან, იუსტიციის სახლში მისული მოქალაქეები, სახელმწიფო სერვისების საფასურის გადახდას, "თიბისი" ბანკის პოსტერმინალებით შეძლებენ. ეს კი, მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს, კიდევ უფრო სწაფსა და კომფორტულს ხდის. ხელშეკრულებას, იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და "თიბისი" ბანკს შორის, უკვე მოეწერა ხელი.
მომსახურების საფასურის გადახდა ნებისმიერი ტიპის საბანკო პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი, რომლითაც ანგარიშსწორება საქართველსო ტერიტორიაზეა დაშვებული. 236 პოსტერმინალი იუსტიციის სახლს ,,თიბისი“ ბანკმა უკვე გადასცა.