დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან შემოწმების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს, 20.00 საათამდე იუსტიციის სახლთან მისულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის აღება შეუძლიათ, მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.