იუსტიციის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა.ევროპისკენ – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული აქტივობებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა ყველა უწყებამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას, ამბროლაურში, თემატურ პავილიონებში უმასპინძლა პავილიონებში წარმოდგენილი იყო იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტები: „პრობბოქსი“, „მობილური იუსტიციის სახლი“, მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკა და სხვა. წარმოდგენილი იყო შემეცნებით-გასართობი პროგრამა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.