თბილისში, მოსამართლეთა მეოცე კონფერენცია გაიხსნა. დღის წესრიგის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს 2 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როდესაც საბჭოს წევრ ილობა თოდუას ვადა ამოიწურა, პაატა სილაგაძემ კი საბჭო განცხადების საფუძველზე დატოვა. კონფერენციის დაწყებამდე სავარაუდო კანდიდატურებს არ ასახელებენ. გამარჯვებულად ჩაითვლება ის ორი კანდიდატი, ვინც ხმების ორ მესამედს მიიღებს. თუ ასეთი შედეგი არ დადგა, მეორე ტური ჩატარდება.ივნისში იუსტიციის კიდევ 4 მოსამართლე წევრს ეწურება ვადა, მათ შორის საბჭოს მდივანსაც.