ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, დღეს, ნახევარმცველ სამი ჰედირას ოპერაციას გაუკეთებენ. გერმანელს მარცხენა მუხლი აქვს დაზიანებული, ოპერაცია აუგსბურგში ჩატარდება და ჯერ უცნობია, რამდენი ხანი მოუწევს უქმობა. ჰედირამ ტრავმა "სასუოლოსთან" მატჩისას მიიღო. ამ სეზონში მან 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჰედირას გარდა გუნდს ტრავმის გამო ადრიან რაბიოც ვერ დაეხმარება.