23:46
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ივლისში ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა
12-08-2020

ივლისში ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, ზრდამ დაახლოებით 16,4% შეადგინა. როგორც Reuters-ი წერს, მსოფლიოს უმსხვილესი ავტობაზარი კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე მე-4 თვეა იზრდება.

ივლისში ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები 2 მილიონ 110 ათასამდე გაიზარდა. თუმცა, მთლიანად 2020 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები  12,7% -ით შემცირდა და  12 მილიონ 370 ათასი  ავტომობილი შეადგინა.

ჩინეთის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაცია წელს მანქანების გაყიდვების დაახლოებით 10%-ით შემცირებას ელოდება, კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში კი, 20%-იან შემცირებას პროგნოზირებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები