ივლისში, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 6.4%-ით არის შემცირებული, ხოლო ზოგადად ტურისტული ვიზიტების 14%-იანი კლება გვაქვს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისას განაცხადა. ამასთან, ივლისში მნიშვნელოვნად, 60.8%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ირანიდან. ყველაზე მეტი ტურისტი კი ამ თვეში საქართველოს აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან ესტუმრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის 7 თვის სტატისტიკას, იანვარ-ივლისში ირანიდან საერთაშორისო ვიზიტორების 53.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 22.1%-ით გაიზარდა. ამასთან, იანვარ-ივლისში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანია, ლატვია, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფიო, საფრანგეთი სხვა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ 7 თვეში, საერთაშორისო ვიზიტების რეკორდული , 242.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ტაჯიკეთიდან. მას მოსდევს ყირგიზეთი 102.3%-იანი ზრდით. ხუთეულში ასევე ლიდერობს ჩინეთი, საუდის არაბეთი და ყაზახეთი