ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები მილიარდ 110 მილიონი ლარით, ანუ 1.94 პროცენტით შემცირდა და 2021 წლის პირველი ივლისისთვის 55 მილიარდ 980 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6 მილიარდ 840 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.21 პროცენტია.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.