თურქეთში ივნისში ინფლაციის დონემ წლიურ გამოხატულებაში 78,62% შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ამათან, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით გასულ თვეს თურქეთში ინფლაციის დონე სინამდვილეში 175,55% იყო.
მაისში თურქეთის ინფლაციამ 73,5% შეადგინა, აპრილში კი 69,97%.
თურქეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, წელს თურქეთში მოსალოდნელია 64,59%-იანი ინფლაცია.