იზმირში ციხის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ავტობუსი აფეთქდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია, 10 ადამიანი, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულია. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე დაიწყო გამოძიება, წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე იყო დამონტაჟებული.