ბრენდების - Jacobs, Tassimo, Moccona, Carte Noire, L’OR და Pickwick მმართველი კომპანია Jacobs Douwe Egberts გლობალურ მედიატენდერს აცხადებს.
გამოცემა Campaign-ის წყაროს ცნობით, კომპანია ეძებს „ერთიან“ პარტნიორს. ექსპერტები ამ გიგანტის სარეკლამო დანახარჯებს წლიურად 300 მილიონ დოლარად აფასებს. კომპანიამ ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო კრეატიული სააგენტოს ძიება.
Jacobs Douwe Egberts-ის მფლობელი კომპანიებია - JAB Consumer Fund და JAB Holding Company, რომლებსაც ასევე ეკუთვნით კომპანიები Keurig Dr Pepper, Krispy Kreme Doughnuts და წილი კომპანიაში Coty.