ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე რჩება და არსად წასვლას არ აპირებს. როგორც ტიკარაძე ამბობს, ხმები რომელიც გახარიას გადადგომაზე გავრცელდა გამოხმაურებაა იმ ეფექტური მართვიდან, რომელიც პრემიერმა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში აჩვენა. ცნობისთვის, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს.