ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად უწყების მხრიდან მოწოდებისა, რომ მედიკოსებს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ ემუშავათ, ეს რეგულაცია მაინც ირღვევა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამჟამად მიმდინარრობს მსჯელობა რეგულაციების შემუშავებაზე, რომელიც უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი. მინისტრი განმარტავს, რომ ამ რეგულაციების მიზანია, რომ რისკი არ შეიქმნას და ექიმი პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს