ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით საქართველოს მხარე მზადაა, მის მეზობელ ქვეყანას, სომხეთს დაეხმაროს ყველა საჭიროებით.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 2 თვის განმავლობაში ქართველ და სომეხ ექიმ-სპეციალისტებსა და ეპიდემიოლოგებს შორის, ტელეჩართვების მეშვეობით გამოცდილების გაზიარება მიმდინარეობდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის უკვე გაწეული დახმარება საკმარისია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საქართველო მზადაა მეზობელ სახელმწიფოს დახმარება კიდევ აღმოუჩინოს.