ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ყველა მიიღებს ბინას. როგორც გიორგი წოწკოლაურმა განმარტა, ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, 3 ოჯახი დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება.
ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, სამინისტრომ გამოაცხადა უკვე მეორე ფაზა ბინების განაწილების 15 ოქტომბრიდან, რომელიც 31 ოქტომბერს დასრულდება და შესაბამისად, წლის ბოლომდე, დამატებით 270-ზე მეტი ბინის განაწილება მოხდება თბილისში.