ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით რამდენიმე დღეში იქნება წარდგენილი სტრატეგიულ გეგმა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში.
ტიკარაძის ინფორმაციით, ამ გეგმაში იქნება საუბარი ასევე ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე. მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის მიმართ მიდგომა, ბევრად უფრო კომპლექსური იქნება.
ტიკარაძის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის დროს ჯანდაცვის სისტემაში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ხელისუფლება მუშაობას იწყებს.