"კორონავირუსის მოსალოდნელი ეპიდემიისთვის მსოფლიო მზად უნდა იყოს" - ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა მსოფლიოს მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა იყოს მზად.
"ამ დროისთვის ჩვენ არ ვართ კორონავირუსის უკონტროლო გლობალური გავრცელებისა და ფართომასშტაბიანი სიკვდილის მოწმენი. ქვეყნებმა შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეპიდემიის გავრცელებისათვის მზად ვიყოთ" - განაცხადა გებრეისესუსმა.