ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში 11-დან 17 წლამდე ბავშვების 4/5-ის ფიზიკური აქტივობა არასაკმარისია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლევა 146 ქვეყნის 1.6 მილიონ სკოლის მოსაწვლის გამოკითხივს შედეგად გამოაქვეყნა. მათი თქმით, მოზარდების მხოლოდ 15 პროცენტი ასრულებს ყოველდღიურ სავალდებულო ფიზიკურ აქტივობას.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამით ბავშვთა ჯანმრთელობა, ისევე როგორც გონებრივი და სოციალური განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდება. ისინი აცხადებენ, რომ დღის მანძილზე ერთი საათის სავალდებულო ფიზიკური აქტივობის არარსებობა, უნივერსალური პრობლემაა როგორც მდიდარი, ასევე ღარიბი ქვეყნებისთვის.
ექსპერტები ბავშვთა პასიურობის მთავარ მიზეზებად ტექნოლოგიურ განვითარებას და ბევრ მეცადინეობას ასახელებენ.