ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, მათ შორის „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს პირველ კვარტალში მიიღებს. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველო ვაქცინების მისაღებად „კოვაქს პლატფორმასთან“ თანამშრომლობას აგრძელებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით კი, Covax პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია მარტის თვეში შემოვა რადგან თანხა პლატფორმას უკვე გადაერიცხა.