პარლამენტი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლება 2020 წლის ბოლომდე შეიძლება გაუხანგრძლივდეს. აღნიშნულ ცვლილებებს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. კერძოდ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ცვლილებებლის პროექტს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ შემზღუდავი ღონისძიებები წინასაარჩევნოდ გამოიყენოს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებული არ არის და ხელისუფლება მოსახლეობას უბრალოდ აშინებს.
უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მთავრობას გარკვეული უფლებამოსილებები უნდა მიენიჭოს, რათა ქვეყანაში სიტუაცია არ გაუარესდეს