ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3.8 მილიონამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 47 524 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში, გასულ კვირაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა. დაინფიცირების შემთხვევები კი თითქმის ანალოგიურია. ჯანმო-ს მონაცემებით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 70% ევროპის რეგიონში გამოვლინდა.
დაინფიცირების ყველაზე მეტი, ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის გერმანია, მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო. მათ მოჰყვებიან რუსეთი და საფრანგეთი.