მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 3.8 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 500 332 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, რაც ქვეყანაში წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 131%-ით მეტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს 69 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ ფატალურ შემთხვევებზე 21 %-ით მეტია. ამასთან, ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ.
„დელტა“ შტამი, რომელიც „ინდური ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი, ამ დროისთვის მსოფლიოს 132 ქვეყანაშია დაფიქსირებული.