მიუხედავად იმისა, რომ „ლოქდაუნებისა“ და ვაქცინაციის პროგრამების წყალობით კოვიდ 19-ის გავრცელება ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა, ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, გასულ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების გლობალურმა რაოდენობამ მოიმატა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ”ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ არა გასაკვირი“. მისივე თქმით, ვაქცინები ხელს შეუწყობს ადამიანების გადარჩენას, თუმცა, "თუ ქვეყნები მხოლოდ ვაქცინებს დაეყრდნობიან, ისინი შეცდომას დაუშვებენ".