ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალური დირექტორის განცხადებით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი ჯანდაცვის სისტემები და სრულად აცრან მოსახლეობა იმისთვის, რომ "ომიკრონით“ დაინფიცირების შეთხვევების ზრდისთვის მოემზადონ. მისი თქმით, ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა.
ჯანდაცვის წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსის მიმართ მიდგომის შეცვლა საჭიროა.