17:00
7 მაისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯანმოს ექსპერტები - "სინოფარმზე" ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზამ ვაქცინის 78.1%-იანი ეფექტურობა აჩვენ
04-05-2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგოჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის თანახმად, რომელშიც 13 765-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვაქცინამ 78. 1%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინასწარი კლინიკური ან რეპრო/ტოქსური გამოკვლევების შედეგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა. კვლევისას გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო - ტკივილი აცრის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა. გამოვლინდა ორი სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან - ძლიერი გულისრევა და ანთებითი დემიელინაციის სინდრომი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში „სინოფარმის“ გამოყენება 45 ქვეყანაშია ავტორიზებული და დღემდე ვაქცინის 65 მილიონი დოზა გაკეთდა. ვაქცინაციისთვის საჭიროა „სინოფარმის“ 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით.

AutoPlay
ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების დეტალებზე საუბრობს
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად შუშა გამოცხადდა
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძეს და მიხეილ სარჯველაძეს ხვდება
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
თამარ გაბუნია - "რემდესივირი" ამ პერიოდის განმავლობაში 600-მდე პაციენტმა მიიღო
გამოქვეყნდა 53 წუთის წინ
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გამოქვეყნდა 54 წუთის წინ
საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირების შემთხვევები 300-ს აღწევს
გამოქვეყნდა 55 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები