ჯანსუღ კახიძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს ჯაზის ვარსკვლავი, ბასგიტარისტი რიჩარდ ბონა გახსნის. ის მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგება, რომელსაც ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. ფესტივალის ფარგლებში 11 მაისს The Georgian six-ს კონცერტი გაიმართება, 17 მაისს კი Avishai Cohen-ის.