თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით ზედმეტი აკრძალვები და ჯარიმები მიზანშეწონილი არ არის და განსაკუთრებით ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება იძლეოდეს მანიპულირების რისკს, არის განსაკუთრებით გასაანალიზებელი. მისივე თქმით, დოკუმენტის ნახვის შემდეგ უფრო დეტალური მსჯელობა და შეფასება იქნება შესაძლებელი.
კონკრეტულად პირბადეებთან დაკავშირებით ჯაში ამბობს რომ ჯარიმების დაწესებამდე პირბადეების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უნივერსალური და ის ღირებულება, რომელიც დღეს არის დაწესებული ერთჯერადი მოხმარების პირბადეებზე მაღალია და მისი შეძენა საზოგადოების ყველა ფენისთვის შეუძლებელია. მისივე თქმით, ღია სივრცეში პირბადეების წესის დარღვევაზე სანქციის დაწესება, შესაძლოა, არარელევანტური იყოს.
რაც შეეხება ტაქსის მძღოლებისთვის პირბადეების წესის დარღვევაზე ჯარიმის დაწესებას, დეპუტატი აქაც ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მათთვის ფინანსურად დამცავი საშუალებების ყოველდღიური შეძენა.