ამერიკელი ბიზნესმენი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, ტრილიონერი გახდეს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია Comparisun-ის ანგარიშში.
ორგანიზაციის ანალიტიკოსები, ბეზოსის ტრილიონერად გახდომას 2026 წელს პროგნოზირებენ.
კომპანიის ექსპერტების აზრით, ბეზოსისთვის გამდიდრებაში ხელი არც განქორწინების შედეგად 38 მილიარდი დოლარის დაკარგვას შეუშლია და არც კორონავირუსის პანდემიას.
Forbes- ის შეფასებით, 15 მაისის მდგომარეობით ბეზოსის ქონება 143 მილიარდ 900 მილიონ დოლარს შეადგენს.