კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა 2019 წლის განმავლობაში ქველმოქმედებაზე 98 მილიონ 500 ათასი დოლარი დახარჯა. აღნიშნული თანხა მან იმ ორგანიზაციებს შესწირა, რომლებიც უსახლკაროების მიმართულებით მუშაობენ.
მილიარდერის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც გასულ წელს დაარსდა, ორიენტირებულია კონკრეტულად უსახლკარო ადამიანების დახმარებაზე. მათივე ცნობით, წელს დახმარება 32 ჯგუფს გაეგზავნა და მისი მოცულობა მილიონ 250 ათასიდან 5 მილიონ დოლარამდე განისაზღვრა.
გასულ წელს ბეზოსმა ამავე მიმართულებით ქველმოქმედებაზე 97 მილიონ 500 ათასი დოლარი დახარჯა და თანხა 24 ორგანიზაციას დაურიცხა.
ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება 109 მილიარდ დოლარს შეადგენს.