ჯეიმს ბონდის მორიგი ფილმის - „სიკვდილის დრო არ არის“ მსოფლიო პრემიერა 2 აპრილს იყო დანიშნული, მაგრამ კორონავირუსის გამო, მინიმუმ შვიდი თვით გადაიდო. მიზეზი მარტივია - კორონავირუსის გამო, ფილმის მოგება მნიშვნელოვნად შემცირდება.
ბონდის ახალ ფილმს, კინოსამყაროს გარდა, საავტომობილო სამყაროც მოუთმენლად ელოდა - მასში პირველად უნდა გვენახა ახალი „ლენდ როვერ დეფენდერი“ და მისი შესაძლებლობები.
რაც შეეხება პრემიერის ახალ თარიღს - ბრიტანეთის და მსოფლიოს კინოთეატრებში პირველი ჩვენება 12 ნოემბერს დაინიშნა, შეერთებულ შტატებში კი პრემიერა ოდნავ მოგვიანებით, 25 ნოემბერს ჩატარდება.