განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგიერთი განყოფილება და მიმართულება დაიხურა, ხოლო ზოგიერთს რესურსი გაეზარდა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ოპტიმიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. „ მეტი თანამშრომელი ეყოლებათ განათლების მიმართულებით და ნაკლები თანამშრომელი გვეყოლება იურიდიული და აუდიტის მიმართულებით. კადრებსა და ხარჯებში შემცირების ხარისხი დაახლოებით 10-11%-ია”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.