მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა ახალი კლიპი გამოუშვა. კომპოზიცია, სახელწოდებით Medicine ლოპესმა რეპერ კარიმ ჰაბრუშთან ერთად ჩაწერა, რომელიც French Montana-ს ფსევდონიმით არის ცნობილი. კლიპს Youtube-ზე ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. წელს ეს ჯენიფერ ლოპესის პირველი ნამუშევარია.