ინგლისურმა ჯგუფმა alt-J ახალი კომპოზიცია U&ME და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. სიმღერა კოლექტივის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში The Dream იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2022 წლის თებერვალში ჩაეშვება
alt-J ქალაქ ლიდსში 2007 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Breezeblocks, Taro, Left Hand Free და Hunger Of The Pine. ბენდის მუსიკალური მიმართულება ძალზე მრავალფეროვანია და ექსპერიმენტულ როკს, ინდი ელექტრონიკასა და ინდი პოპს აერთიანებს.