ჯგუფმა loudspeakers-მა ახალი ქართულენოვანი სიმღერა სახელწოდებით "შენ" გამოაქვეყნა, ეს მათი რიგით მეორე ნამუშევარია მშობლიურ ენაზე. ბენდი ძირითადად ინგლისურ ენაზე მღერის თუმცა ბოლო პერიოდია ქართულენოვან სიმღერებზე მუშაობენ და რამდენიმე თვის წინ სიმღერა "რომ არ დაშავდე"-ზე პირველ კლიპი გადაიღეს რომლის რეჟისორიც გიორგი ახვლედიანია. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ loudspeakers და ლევანს, რომელიც "პალიტრა მედიის" პრაქტიკული აკადემიის სტუდენტია.