ამერიკულმა როკ-ჯგუფმა My Chemical Romance ახალი სიმღერა გამოუშვა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიცია The Foundations of Decay ჯგუფის პირველი ახალი სიმღერაა 2014 წლიდან.My Chemical Romance 2001 წელს, ნიუ-ჯერსიში ჩამოყალიბდა. მათი ყველაზე წარმატებული ალბომია Welcome to the Black Parade, რომელმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ორმაგი პლატინის სტატუსი მიიღო. 12-წლიანი კარიერის შემდეგ ჯგუფი დაიშალა, თუმცა 2014 წელს გამოსულ მათ საუკეთესო ჰიტების ალბომში აქამდე უცნობი კომპოზიცია Fake Your Death მოხვდა.My Chemical Romance სცენაზე დაბრუნების შესახებ 2019 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. 16 მაისიდან ჯგუფის მსოფლიო ტურნე იღებს სტარტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო