ახლა უკვე შესაძლებელია დამოუკიდებლად განახლებადი ენერგიის გამომუშავება. როგორც ამბობენ, Enomad Uno ეს არის პორტატული მოწყობილობა და წყლის გენერატორი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის მოძრავი წყლის ელექტროენერგიად გარდაქმნა და მისი შენახვა. გამომუშავებული ელექტროენერგია ინახება ენერგო ბანკში, რომლითაც ნებისმიერი USB-პორტიანი ტექნიკის დატენვა არის შესაძლებელი. მისი შემქმნელების თქმით, მოწყობილობა შექმნილია იმისთის, რომ უზრუნველყოს მდგრადი და სტაბილური ელექტროენერგიის მიწოდება. როგორც ამბობენ, წლის გენერატორის გამოყენება შესაძლებელია, თევზაობის, ლაშქრობის ან წყალზე გადაადგილების დროს. ხელსაწყო მუშაობს ისევე როგორც მარილიან, ასევე მტკნარ წყალში. მოწყობილობით გამომუშავებული ენერგიით შეგიძლიათ დატენოთ მობილური ხელსაწყოები, პლანშეტი, GPS ხელსაწყოები, ტექნიკა და ასვე აანთოთ სანათები, რომლებსაც USB პორტი აქვთ. USB პორტით აღჭურვილს Uno Portable-ს შეუძლია დინების ან ნებისმიერი მოძრავი წყლის ელექტროენერგიად გარდქმნა. მოწყობილობა პორტატულია, ის იკეცება, ეტევა ჯიბეში და ჩანთაში, შესაბამისად მისი თან წაღება ყველგან არის შესაძლებელი. კომპანიის თქმით, ენერგო ბანკს შეუძლია ერთდროულად 2 სმარტფონის ენერგიით მომარაგება. იმისთვის რომ ენერგია გამოიმუშაოთ, საჭიროა გენერატორი მდინარეში მოათავსოთ, ან გამოაბათ ნავს, კატერს ან წყალზე გადაადგილების სხვა საშუალებას. მოწყობილობა 628 გრამს იწონის და 5(W) ვატიანი ძრავი აქვს. გენერატორის შემქმენლების თქმით, მოწყობილობა იდეალური კომპანიონია ლაშქრობის დროს და მას არ მოაქვს გარემოსთვის ზიანი.