აშშ-ის დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი მას ვერ გაანადგურებდა.
"როგორც ყველა მჩაგვრელს ისტორიაში, მასაც ეშინია. მას ეშინია თუ როიგორ ცუდად დავამარცხებ მე მას მომავალი წლის ნოემბერში. არ ვაპირებ არსად წასვლას. შენ მე ვერ გამანადგურებ, ვერც მე და ვერც ჩემს ოჯახს. არ მადარდებს საიდან გაქვს ამდენი ფული, რომელსაც ასეთ ბინძურ შეტევებზე ხარჯავ", - განაცხადა ბაიდენმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ნევადაში.
შეგახსენებთ, ბაიდენის განცხადებამდე დონალდ ტრამპმა მას ცივსისხლიანი კუზიანი უწოდა.