აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია განიხილავს, მოსთხოვონ თუ არა ვაქცინაცია ფედერალური მთავრობის თანამშრომლებს. ბაიდენის თქმით, ვაქცინაცია და პირბადის გამოყენება „ლოქდაუნების“ თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
„მეტი ვაქცინაცია და პირბადის ტარება იმ ადგილებში, სადაც „დელტა“ ვარიანტი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ისეთი სახის „ლოქდაუნი“, დახურვა, სკოლის დაკეტვა და შეფერხებები, რაც 2020 წელს გვქონდა. 2020 წლისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს როგორც სამეცნიერო ცოდნა, ასევე ინსტრუმენტები ამ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
Reuters-ი წერს, რომ ფედერალური მთავრობა აშშ-ის უდიდესი დამსაქმებელია.