აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა.
კონგრესის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ფინანსური პაკეტის ფარგლებში თითოეული ამერიკელი 1 400 აშშ დოლარს მიიღებს, რისთვისაც, საერთო ჯამში 1 ტრილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.
ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას 415 მილიარდი აშშ დოლარი, მცირე ბიზნესის მხარდაჭერას კი 440 მილიარდი აშშ დოლარი მოხმარდება.
„დასაკარგი დრო არ არის, უნდა ვიმოქმედოთ და უნდა ვიმოქმედოთ ახლავე,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა მშობლიურ ქალაქ უილმინგტონიდან გავრცელებულ მიმართვაში.