აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახაზინო მდივანი და ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი ოფიციალურად წარადგინა. ბაიდენმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი სახაზინო მდივნის პოზიციაზე ოფიციალურად წარადგინა.
„მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“ - განაცხადა ბაიდენმა.
იელენის მოადგილედ კი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, ბარაკ ობამას ფონდის ხელმძღვანელი უოლი ადეიემო წარადგინა. ბაიდენმა ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტი სესილია როუსი დაასახელა.